სამხარაძე: კეთილი იყოს “გირჩის” სამეფოს მობრძანება საქართველოს პარლამენტში

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე პარლამენტში “გირჩის” შესვლას მიესალმება.

როგორც სამხარაძე ამბობს, მიუხედავად მათ გუნდსა და “გირჩს” შორის მუდმივი კომუნიკაციისა, “გირჩის”ეს გადაწყვეტილება შეთანხმების ნაწილი არ არის.

“კეთილი იყოს მათი სამეფოს მობრძანება საქართველოს პარლამენტში. კარგია თუ ისინი შემოვლენ პარლამენტში და ოთახებს დაიკავებენ. გირჩელებთან ჩვენ მუდმივად გვქონდა კომუნიკაცია. თუმცა, შეთანხმების ნაწილი “ოცნებასა” და “გირჩს” შორის ნამდვილად არ არის და ეს გადაწყვეტილება მთ დამოუკიდებლად მიიღეს. მათი მოთხოვნების უმეტესობა ვერ იქნება მსჯელობის საგანი, რადგანაც საქართველოში სრულიად სხვა სამართლებრივი სისტემა გვაქვს. თუმცა, მსჯელობა შესაძლებელია საარჩევნო საკითხებზე,”-განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.