საპატრიარქო მღვდელ-მონაზონ ანდრია სარიას განკვეთას გეგმავს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საპატრიარქოში გამართულ სხდომაზე, ანდრია სარიას განემარტა რომ მისი ეს ქცევა მღვდელმსახურებიდან განკვეთას ექვემდებარება.

ანდრია ჯაღმაიძის განმარტებებით, საპატრიარქომ გადაწყვეტილება მღვდელ-მონაზონის მიერ გაკეთებული არაერთი შეურაცხმყოფელი განცხადებებიდან გამომდინარე მიიღო.

“დღეს შედგა სხდომა, ყურადღება გამახვილდა მღვდელ-მონაზონი ანდრია სარიას საქმეზე, მას განმარტება მიეცა მის მიერ გაკეთებული შეურაცხმყოფელ განცხადებებზე. მას ასევე განემარტა, რომ მისი ეს ქცევა  ექვემდებარება მღვდელმსახურებიდან განკვეთას. დასკვნას მიიღებს კომისია, რომელიც რეაგირებისთვის პატრიარქს გადაეცემა,”- აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე.

შეგახსენებთ, ანდრია სარიას საკითხი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში, რამდენიმე საათის წინ, საჯაროდ განიხილეს. თავად მღვდელმონაზონი აღნიშნული შეხვედრის დაწყებამდე აცხადებდა, რომ მას კონსტრუქციული დიალოგის მოლოდინი ჰქონდა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პროცესს საეკლესიო სასამართლო სახე მიეცემოდა, დოკუმენტაციის წარდგენას აპირებდა.