საპატრიარქო „უცნობის“ მსვლელობას მადლობას უხდის

“მადლობა” – საპატრიარქო “უცნობის” დაორგანიზებულ “მდუმარე აქციის” ფოტოებს აქვეყნებს და მადლობას იხდის.

“საპატრიარქოსთან, მშვიდობიანი მსვლელობის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეებმა მადლობა გადაუხადეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია მეორეს.”

მსვლელობა ამ წუთებში რუსთაველის გამზირის მიმართულებით გრძელდება.

დღევანდელ შეკრებაზე გია გაჩეჩილაძემ პატრიარქს და საპატრიარქოს მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ თანამოაზრეები პატრიარქის დაცვის მოტივით შეკრიბა.