სასამართლომ ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა – ამის შესახებ სასამართლო დარბაზში მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

შემდეგი სასამართლო პროცესი 29 აპრილს არის ჩანიშნული.

ჩინჩალაძის მონა ხარ, – ასე მიმართა მოსამართლეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ მას შემდეგ, რაც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ის პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლემ ნიკა მელია სასამართლოს შეურაცხყოფის გამო პროცესიდან გააძევა.

ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება სასამართლომ 17 თებერვალს მიიღო. საფუძვლად ელექტრონული სამაჯურის მოხსნის შემდეგ დაკისრებული გირაოს გადაუხდელობა დასახელდა.