საქართველოში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია FlyArystan შემოდის

მაისიდან, საქართველოში დაბალბიუჯეტიანი ყაზახური ავიაკომპანია FlyArystan შემოდის. აეროპორტების გაერთიანების ცნობით, კომპანია ოპერირებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაიწყებს და აქტაუს, ატირაუსა და ნურ-სულთანის მიმართულებით რეგულარულად იფრენს.

რეისები ქუთაისის აეროპორტიდან თითოეულ მიმართულებაზე კვირაში ორი სიხშირით, 2 მაისიდან შესრულდება. ბილეთების ყიდვა ავიაკომპანიის ვებგვერდზე 13 აპრილიდანაა შესაძლებელი.

ცნობისთვის, FlyArystan პირველი ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც 2018 წელს დაარსდა და AIR ASTANA-ს შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.