ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე წინასწარი საყოველთაო რეგისტრაცია იწყება.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, მათთვის სასურველი ვაქცინა აირჩიონ.
“ჩვენს მოქალაქეებს, განურჩევლად ჯგუფისა, საშუალება ექნებათ, წინასწარ დარეგისტრირდნენ ვაქცინაციის სურვილის დასაფიქსირებლად და მათ საშუალება ექნებათ, აირჩიონ ყველა ის ვაქცინა, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება საქართველოში ხელმისაწვდომი და რომელიც დღესდღეობით ფართოდ არის მსოფლიოს მასშტაბით ხელმისავდომი.
ეს კვლევა დაგვეხმარება, მივიღოთ მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილება და ეს იქნება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელი ვაქცინები იქნება ქვეყანაში შემოტანილი”, -აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.
მინისტრის განცხადებით, ამისთვის სპეციალური ვებგვერდი შეიქმნება. მას არ დაუკონკრეტებია, როდიდან დაიწყება წინასწარი რეგისტრაცია.