სახელმწიფო წამლის ეროვნულ ლაბორატორიას ქმნის

“იქმნება წამლის ეროვნული ლაბორატორია, რომელიც  როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხს შეისწავლის”,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ “მინიტრის საათის” ფორმატში, პარლამენტში განაცხადა.

მისივე განცხადებით,  ლაბორატორიის შექმნისთვის უკვე მობილიზებულია შესაბამისი ბიუჯეტი და ინფრასტრუქტურა.

“ამ დრომდე მედიკამენტების ხარისხის შემოწმებისთვის გვიწევს ევროპის ლაბორატორიებისთვის მიმართვა, რაც მნიშვნელოვანი ბარიერია მედიკამენტების ხარისხის უწყვეტი კონტროლისთვის. წამლის ლაბორატორიის შექმნისთვის უკვე მობილიზებულია შესაბამისი ბიუჯეტი და ინფრასტრუქტურა. მედიკამენტების ხარისხი, უსაფრთხოების და ეფექტურობის გარდა, ფასის რეგულირების ერთ-ერთი ინსტრუმენტია. ზემოხსენებული კონტროლის პროცესები იქნება მაქსიმალურად ინტენსიური და გამჭვირვალე, რათა საბოლოოდ დასრულდეს კულუარული ლობირება, რომელიც სრულებით არ ემსახურება ჩვენი მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.