საქართველოში ჩინური ვაქცინა „სინოფარმის“ 100 ათასი დოზა შემოვიდა.
ჩინური ვაქცინა “სინოფარმი” ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაციის მინიჭების მოლოდინშია და პროცესი სავარაუდოდ აპრილის შუარიცხვებისთვის დასრულდება. ქვეყანაში „სინოფარმით“ იმუნიზაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც ჯანმო-ს ავტორიზაციას მიიღებს. მათივე ინფორმაციით, სინოფარმით აცრის საშუალება ამ ეტაპზე 55 წელს ზემოთ მყოფ პირებს და სამედიცინო პერსონალს ექნება.