საფეხბურთო კლუბმა “რუსთავი“ ბოლნისში „სიონის“ წინააღმდეგ ეროვნული ლიგა 2-ის მეათე ტურის შეხვედრა გამართა.
თამაში შეხვედრის პირველი ნახევრიდან ბოლნისელთა სასარგებლოდ წარიმართა და ანგარიშით 3:0 დასრულდა. სანდრო კობახიძე, დათა სიჭინავა და ავთო ენდელაძე ბოლნისელებიდან დღევანდელი გოლის ავტორები არიან. საფეხბურთო კლუბი „რუსთავი“ ეროვნული ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილს 8 ქულით იკავებს, ხოლო ბოლნისის „სიონი“ 27 ქულით ლიდერობს პირველ ადგილზე.