ენგურზე დაღუპული მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად საქართველოში 10 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 2021 წლის 10 აპრილის 00:00 საათიდან, 11 აპრილის 00:00 საათამდე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვება, – ნათქვამია განცხადებაში.
2021 წლის 7 აპრილს ოკუპირებულ გალში მცხოვრები პირები ზუგდიდში შემოვლითი გზით, მდინარე ენგურის გავლით გადმოსვლას ცდილობდნენ, რა დროსაც ტრაგიკულად დაიღუპნენ.