უკრაინაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ქართველი დაიღუპა

უკრაინაში ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს ორი მოქალაქე ემსხვერპლა. მათ ზუგდიდში სავარაუდოდ ზეგ ჩამოასვენებენ.

ერთ-ერთი ზუგდიდელი 46 წლის დათო კვარაცხელიაა, რომელიც ცოლთან ერთად წლები უკრაინაში ცხოვრობდა და იქიდან დედას, დას და ავადმყოფ დისშვილს არჩენდა.