14 აპრილს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის მიმდებარე სკვერში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყება.
სკვერში ახალგაზრდა რუსთაველი კალიგრაფის, ნიკოლოზ ღუნაშვილის მიერ შექმნილი ქართული ანბანის კალიგრაფიების გამოფენა მოეწყობა, განთავსდება ბანერები, რომლებზეც დატანილი იქნება ამონარიდები გიორგი მერჩულეს და იოანე ზოსიმეს ნაწარმოებებიდან, გაიმართება ,,ვეფხისტყაოსნის” და ,,დედა ენის” საჯარო კითხვა.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლი ,,თუთარჩელა’’, ხელოვნების სკოლის თეატრალური და საბალეტო სტუდიების მოსწავლეები.
აქტივობას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის” დირექტორი დავით შანიძე და თვითმმართველობის სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.