ქვემო ქართლში 5 კოვიდკლინიკაა – საწოლფონდის რესურსი რეგიონში

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან ერთად, გაიზარდა მიმართვიანობა ჰოსპიტალურ სექტორზეც. მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში 4 400 საწოლიდან 3 600 არის დაკავებული, მათ შორის 500-ზე მეტი პაციენტი იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში, 90-მდე რეანიმაციაში.

TV4 დაინტერედა საწოლფონდის რა რესურსია ქვემო ქართლის რეგიონში. როგორც ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის კოორდინატორმა თეა ბაკაშვილმა განაცხადა, დღეის მონაცემებით, რეგიონში სულ ხუთი კოვიდკლინიკა ფუნქციონირებს, სტაციონარში მკურნალობს 93 პაციენტი. 

მახრეში საწოლების რაოდენობა 202-ს შეადგენს, თავისუფალია 109 საწოლი. 

TV4-ის ინფორმაციით, ქვემო ქართლში დამატებით კოვიდკლინიკების მობილიზება იგეგმება.