რეგიონის საჭიროებები – შეხვედრა ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლერი ბარნაბიშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, შოთა რეხვიაშვილთან ერთად, თვითმმართველი ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრაზე მხარეში არსებული სოციალურ – ეკონომიკური და ეპიდემიოლოგიური ვითარების, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებისა და არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელეს.

კერძოდ, საუბარი შეეხებო ხელისუფლების ძალისხმევითა და კერძო სექტორის ჩართულობით, რეგიონში პრიორიტეტული მიმართულებებით უკვე შესრულებულ სამუშაოებსა და პროექტებს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა,  ქვემო ქართლში, ერთი ბიზნესიდან სამუშაო ადგილების რეკორდული რაოდენობა შეიქმნა.

ასევე, რუსთავშივე განხორციელდა ღვარცოფსაწინააღმდეგო სანიაღვრე არხების მოწყობის პროცესიც, რაც წლების განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საჭიროებას წარმოადგენდა, ქალაქი  მთებიდან წამოსული წვიმის ნაკადით იტბორებოდა.

საუბარი შეეხეო რეგიონში, ტურიზმის სფეროს განვითარების მიმართულებით არსებულ რესურსს და  40 მილიონი დოლარის ღირებულების ყველაზე მასშტაბურ საინვესტიციო პროექტს, რომელსაც წალკის მუნიციპალიტეტში, ქართულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობით ებრაული კომპანია KASS LAND ახორციელებს.

ამასთან, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ოპერატიული რეაგირების მიზნით, დიალოგის რეჟიმში განიხილეს, რეგიონის მასშტაბით არსებული საჭიროებები. დაიგეგმა ერთობლივად განსახორციელებელი ღონისძიებები.