ფოტო: ipn
ქუთაისის ცენტრში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების ნაწილი სოფელ გუმათიდან ქუთაისის მიმართულებით ფეხით გაემართა.
ქალაქის ცენტრში ათეულობით ადამიანია შეკრებილი. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, პროტესტის მასშტაბურობა გაიაზრონ.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, „ნამახვანჰესი“ მანამდე არ აშენდება, ვიდრე საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას პასუხი არ გაეცემა.
ამასთან, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ისინი აპირებენ, რომ მთელი ღამის განმავლობაში დარჩნენ ქუთაისში.