ყვარელში მამაკაცი დაჭრეს

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.ადგილობრივების ინფორმაციით, თანასოფლელმა თანასოფლელს ცივი იარაღით მუცლის არეში მიაყენა ჭრილობა.

დაჭრილს ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა და სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა.

პოლიციამ სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა.