შარლ მიშელის დოკუმენტს კიდევ ოთხმა პოლიტიკოსმა მოაწერა ხელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შედგენილ დოკუმენტს დღეს კიდევ ოთხმა პოლიტიკოსმა მოაწერა ხელი.

ევროკავშირის ოფისში საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, „ევროპელი სოციალისტების“ წევრები, გელა მიქაძე და ავთანდილ ენუქიძე, ასევე „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრები, პაატა მანჯგალაძე და თეონა აქუბარდია იყვნენ მისული. მათ დოკუმენტზე ინდივიდუალური ხელმოწერები გააკეთეს.

„აღნიშნული შეთანხმება ცალსახად გამარჯვება არ არის, მაგრამ პირდაპირ შემიძლია, ვთქვა, რომ სერიოზულ წინაპირობებს ქმნის გამარჯვებისთვის, იმ რეფორმებისთვის, რომელიც ქვეყანას სჭირდება. ამ შეთანხმებით იყო შემოთავაზება ჩვენი მედიატორებისგან, რომ ყოფილიყო ხელმოწერა და პარტია „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად, ინდივიდუალურად დავაფიქსირეთ ჩვენი ხელმოწერები“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.