შეიარაღებული თავდასხმა “საქართველოს ბანკზე“- სპეცოპერაცია გრძელდება

შეიარაღებული თავდასხმა “საქართველოს ბანკზე” – ავლაბარში სპეცოპერაცია გრძელდება. ადგილზე სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული, მათ პერიმეტრიდან მოქალაქეები გაიყვანეს და ტერიტორია ყვითელი ლენტებით შემოსაზღვრეს.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფება მძევლად აყვანილი. ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება არ გაუკეთებია. 

თავდასხმის გამო, უსაფრთხოების მიზნით, მეტროსადგური „ავლაბარი“ დროებით დაიკეტა. მეტროსადგური მგზავრებს ამ დროისთვის არ ემსახურება.