შსს-თან აქციაზე ათი პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციაზე ადმინისტრაციული წესით ათი პირია დაკავებული. ამის შესახებ შსს-ში აცხადებენ.

უწყების ცნობით, აქციის მონაწილეები დაკავებული არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ორგანიზაცია „მოძრაობა საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა გამართეს აქცია.

აქციის მონაწილეები „ქართულ ოცნების“ ოფისთან ერთ-ერთი აქტივისტის დაკავებას და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას აპროტესტებენ.

ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვდნენ