ჩუმლაყში საფლავები გაძარცვეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში საფლავები გაძარცვეს. შემთხვევა სოფელ ჩუმლაყში მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ბოლო ერთ კვირაში, ეს ქურდობის მეორე შემთხვევაა. მათივე ცნობით, ათობით საფლავიდან მოხსნილია ალუმინის კონსტრუქცია.