ძლიერმა ნალექმა ბაკურხევის 6 სოფელს პრობლემები შეუქმნა

დუშეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა ძლიერმა ნალექმა გუდამაყრის ადმინისტრაციული ერთეულის-ბაკურხევის ექვს სოფელს პრობლემები შეუქმნა.

მდინარე არაგვის ადიდებამ საავტომობილო გზის დაზიანება გამოიწვია, რამაც სოფლები გარე სამყაროს მოწყვიტა. ბაკურხევის ექვს სოფელთან დაკავშირება ამ ეტაპზე მხოლოდ ქვეითად მოსიარულეთათვის არის შესაძლებელი.

მდინარის ადიდების შედეგად დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის გამოც სოფლებს არ მიეწოდებათ ელექტროენერგია.

სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ მხარის გუბერნატორი და დუშეთის მერის მოადგილე. მათი თქმით, წყლის დონის დაწევის შემდეგ ადგილზე დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები დაიწყება