წულუკიანი: კარგი იქნება თუ ბესო ზანგური დღესვე, სასწრაფოდ დატოვებს თეატრს

მარჯანიშვილის თეატრში მისულმა თეა წულუკიანმა ნინუცა მაყაშვილის და მისი ყოფილი მეუღლის საქმესთან დაკავშირებული ფაქტი შეაფასა.

მინისტრმა მოუწოდა ნინუცა მაყაშვილს, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და იყოს მაგალითი სხვა ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის.

რაც შეეხება მსახიობ ბესო ზანგურს, წულუკიანი მიიჩნევს, რომ მან რუსთაველის თეატრში დაკავებული პოზიცია უნდა დატოვოს.

“ძალადობაზე საუბარი არასდროს არაა გვიან. შედარებაც კი არ შეიძლება რამდენად ღიად საუბრობენ ქალები ახლა. კარგი იქნება, თუ ბესო ზანგური დღესვე, სასწრაფოდ დატოვებს თეატრს,”- განაცხადა თეა წულუკიანმა.

რაც შეეხება რობერტ სტურუას, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მისი გათავისუფლება არ იგეგმება.