ხაზარაძე: ვაპირებ უახლოეს დღეებში შევიდე ნიკა მელიასთან, მოვინახულო და ვესაუბრო

მე ვაპირებ უახლოეს დღეებში შევიდე ნიკა მელიასთან, მოვინახულო იგი და ვისაუბრო ორ საკითხზე, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ის უნდა დაეთანხმოს ევროკავშირის გირაოს, რომელიც არის უპრეცედენტო. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ევროკავშირი და მისი ფონდები დამნაშავეებისთვის გირაოს არ იხდიან, ამიტომ მან უნდა გამოიყენოს ეს შანსი. ეს იქნება “გალაწუნება” “ქართული ოცნებისთვის” და მათი მართლმსაჯულებისთვის.

მეორე საკითხი, რომელიც მე მასთან მინდა გავიარო, არის საპარლამენტო, საგამოძიებო კომისიის შექმნა“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.