რუსთავის რაგბის მოედანზე ქვემო ქართლის დერბი შედგა. რუსთავის „ხარებმა“ მარნეულის „არმაზს“ უმასპინძლა.
მასპინძლებისთვის განსაკუთრებით დაძაბული და რთული აღმოჩნდა პირველი ტაიმი, რადგან „ხარების“ მორაგბეებმა აუტში რამდენიმე შეცდომა დაუშვეს, თუმცა გუნდმა მეორე ტაიმში უპირატესობა მოიპოვა და საბოლოოდ მეტოქე ანგარიშით 27:5 დაამარცხა.
რუსთავის „ხარები“ „დიდი ათის“ რეიტინგის საჩემპიონო ბრძოლას უკვე გამოეთიშა და ამ დროისთვის ქვედა ჯგუფის ექვსეულში ლიდერობისთვის იბრძვიან.
შემდეგი თამაში ქუთაისის „არესს“ დაუპირისპირდებიან.
რუსთავის „ხარების“ მწვრთნელის, მამუკა მინდორაშვილის განცხადებით, მათი მთავარი ამოცანაა, გუნდში ცვლილებები განხორციელდეს და შემდეგ სეზონზე „რუსთავის ხარებმა“ უკეთესი შედეგი აჩვენოს.