“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ გოგი წულაიას საქმესთან დაკავშირებით, 23 ოპოზიციური პარტიის განცხადებას ემიჯნება.
განცხადებას ხელს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც” აწერს.
“როგორც პარტიის წევრი ინდივიდუალურად ვემიჯნები ამ განცხადებას”,- წერს ხატია დეკანოიძე.
23 ოპოზიციური პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ქალთა მიმართ ძალადობის თემას სერიოზულად უყურებენ და ავტომატურად ეჭვქვეშ არ აყენებენ წარდგენილ ბრალდებებს, თუმცა ამბობენ, რომ ანალოგიურ ბრალდებებზე სასამართლო არასოდეს იყენებს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას.