ჯანდაცვის მინისტრი: ჩვენ ვიმყოფებით ციცაბო პერიოდში

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვირუსის გავრცელების ტემპის მიხედვით, საქართველო ე.წ. მესამე ტალღის პიკზე არ იმყოფება, თუმცა ინფექცია სწრაფად ვრცელდება.

მინისტრმა ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას “ციცაბო” უწოდა.

“ამ ეტაპზე, ჩვენ მესამე ტალღის პიკზე ნამდვილად არ ვართ, თუმცა ჩვენ ვინმყოფებით საკმაოდ ციცაბო პერიოდში, როდესაც ინფექცია საკმაოდ სწრაფად ვრცელდება. აქედან გამომდინარე, ეს ყოველივე მოითხოვს ზედმიწევნით დაცვას ყველა იმ ღონისძიებების, რომელიც არაერთხელაა მოწოდებული ჯანდაცვის ექსპერტების მხრიდან.

ამ ეტაპზე, ჩვენ ქვეყანაში გვაქვს 1.47 ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი და 4-ს მიახლოებული დადებითობის მაჩვენებელი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ინფექცია საკმაოდ სწრაფად ვრცელდება. ჩვენ უკვე არ ვაკვირდებით კლასტერულ განვითარებას და არ ხდება კლასტერებზე მეთვალყურეობა, ვინაიდან, ამ მონაცემების თანახმად, ინფექცია ვრცელდება ძალიან სწრაფად,”-აცხადებს მინისტრი.