12 აპრილს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს – ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს. 

მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 აპრილს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში კოდა, ღოუბანი, ერტისი, მუხათი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში კრწანისი, კუმისი, მთის ძირი, ფონიჭალა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებში ტბეთი, სამება, გუნიაკალა, დარაკოვი და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე წალკაში არისტოტელეს, ცაბაძის, წერეთლის, მექანიკური უბნისა და მიმდებარე ქუჩებზე.

კომპანიაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.