საქართველოში კორონავირუსის 1 077 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 442 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა რვა პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 31 645 ტესტი.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,4%, ბოლო 14 დღის – 2,77%, ბოლო 7 დღის – 2,04%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 293 321 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 279 831 გამოჯანმრთელდა, 3 916 კი, გარდაიცვალა.