საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 659 ადამიანი გამოჯანმრთელდა. დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 10 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 9 750 ტესტი. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,93 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,06 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 3,58 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 295 936 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 281 574 გამოჯანმრთელდა, 3 949 კი გარდაიცვალა.