საპროტესტო აქცია “რუსთავის აზოტთან” – საწარმოში დასაქმებულების 20 კაციანი ჯგუფი საწარმოს დირექციას შეხვდება.
როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ოცი ადამიანი შევა, რომლებსაც შეხვედრის მობილური ტელეფონით გადაღების შესაძლებლობა ექნებათ.
როგორც “აზოტის” გაფიცული თანამშრომლები ამბობენ, შეხვედრაზე იურისტებთან ერთად შევლენ და კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებას მოისმენენ.
იურისტებს შორის იქნება ანა დოლიძე, რომელიც აქციაზე დასაქმებულების მხარდასაჭერად მივიდა.
“20 ადამიანი, სამ იურისტთან ერთად, შევდივართ მოლაპარაკებაზე. იქიდან რა პასუხს გამოვიტანთ, წერილობითს თუ სიტყვიერს განვიხილავთ ყველასთან ერთად, თუ შევჯერდებით ვაცნობებთ მმართველობას, თუ ვერა ამასაც ვაცნობებთ დირექციასაც და მედიასაც. უშუალოდ გადაწყვეტილებას შეხვედრაზე არავინ არ მიღებს, მოვისმენთ დირექციის გადაწყვეტილებას და ყველა გაიგებს ყველაფერს”-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.