საქართველოში კორონავირუსის 1 250 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 463 პირი.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 250 ახალი შემთხვევიდან 49 ქვემო ქართლში დადასტურდა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.91%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.88%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.62%.









