27 აპრილი: ახალი შემთხვევები, გამოჯანმრთელებულების რიცხვი

ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 1 578 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 305 850-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 909 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 287 938-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 043 პირი ემსხვერპლა.

24 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის – 5,76%,  სულ აცრილია – 40 095 ადამიანი.