ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 1 578 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 305 850-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 909 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 287 938-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 043 პირი ემსხვერპლა.
24 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის – 5,76%, სულ აცრილია – 40 095 ადამიანი.