29 აპრილს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 აპრილს 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებში ხაჩკოვი, ბარეთი, ჩივთქილისა, თეჯისი, კაბური და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში მანგლისი, დიდი თონეთი, პანტიანი, ღვევი, ელფია, დიდება და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ფოლადაანთკარი, გამარჯვება, გაჩიანი და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე რუსთავში გრანელის, თბილისის, მეგობრობის და მიმდებარე ქუჩებზე; 12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში ნახიდური, მუხრანა, სავანეთი, ქოლაგირი, მამხუტი და მიმდებარე სოფლებში; 14:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ჯანდარა, ნაგები, მზიანეთი და მიმდებარე სოფელბში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.