3 საათიანი შეხვედრა და 3 პირობა – რაზე შეთანხმდნენ?

რიონის ხეობის მცველებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების 3 საათიანი შეხვედრა დასრულდა.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დამფუძნებელმა, ვარლამ გოლეთიანმა ქუთაისში, მთავრობის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა,რომ შეხვედრაზე დააყენეს სამი ძირითადი საკითხი იმისთვის, რომ გაჩნდეს სივრცე შემდეგი დიალოგის.

„სამი პირობა არის ის, რომ შეწყდეს რეპრესიული პოლიტიკა რაც ხეობაშია, გამოვიდნენ პოლიციელები, აიღონ რკინის ფარდა, შეწყდეს მოსამზადებელი სამუშაოები. კარვები, რომლებიც დაგვირბიეს, უნდა დავაბრუნოთ იქ. ამაზე ველოდებით პასუხებს. მათ თქვეს, რომ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა არ შეუძლიათ. მათ ნაბიჯებზე ვართ დამოკიდებული, რამდენიმე დღე არის ამისთვის საჭირო. პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობა დასახელდა მიზეზად, რომ გაეცეს კითხვებს პასუხის“, – განაცხადა გოლეთიანმა.