32 000-ზე მეტი ტესტით კორონავირუსის 1 030 შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 1 030 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 706 ადამიანი გამოჯანმრთელდა.დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა შვიდი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 32 801 ტესტი.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,14%, ბოლო 14 დღის – 2,68%, ბოლო 7 დღის – 2,82%.

ინფიცირების სულ 292 244 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 279 389 გამოჯანმრთელდა, 3 908 კი, გარდაიცვალა.