36 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა ტაივანში, სარკინიგზო კატასტროფის შედეგად.
წინასწარი ინფორმაციით, სამგზავრო მატარებელი ჯერ სატვირთო მანქანას შეეჯახა, შემდეგ კი გვირაბში შესვლისას რელსებიდან გადავიდა. უცხოური მედიის ცნობით,ვაგონებთან მისვლა მაშველებს უჭირთ.
სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, მატარებელში დაახლოებით 350 ადამიანი იმყოფებოდა.
პირველი ოთხი ვაგონიდან 80-დან 100-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, ხოლო ხუთიდან რვა ვაგონი “დეფორმირებულია” და მათთან მისვლა უჭირთ.
ოფიციალურმა ცენტრალურმა საინფორმაციო სააგენტომ თქვა, რომ სატვირთო მანქანა, რომელიც “არ იყო სწორად გაჩერებული”, ეჭვმიტანილია მატარებლის ბილიკზე გასვლაში.