საქართველოში კორონავირუსის 228 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 425 ადამიანი გამოჯანმრთელდა. დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 11 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 9 211 ტესტი.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,48%, ბოლო 14 დღის – 1,85%, ბოლო 7 დღის – 2,1%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 284 061 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 275 024 გამოჯანმრთელდა, 3822 კი, გარდაიცვალა.