55 წელს გადაცილებულ პირებს ვაქცინაციის პროცესში ჩართვა დღეიდან შეუძლიათ. მათთვის ამ ეტაპზე „ასტრაზენეკას“ ვაქცინაა ხელმისაწვდომი.
აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის შესაბამის საიტზე რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობა 2 აპრილის 18:00 საათიდან აქვთ.
საქართველოში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესში ჩართვა დღემდე მხოლოდ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს შეეძლოთ.