6 აპრილი: კორონავირუსის 897 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 897 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში 196 ადამიანი გამოჯანმრთელდა.დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 10 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 24 592 ტესტი.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,65%, ბოლო 14 დღის – 1,94%, ბოლო 7 დღის – 2,32%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 284 958 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 275 220 გამოჯანმრთელდა, 3 832 კი, გარდაიცვალა.