8 აპრილს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს -ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 აპრილს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში სავანეთი, ფოლადაური, ნახიდური, ხიდისყური, მამხუტი, ქოლაგირი, არქევანი, მოლახმედლო, თამარისი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს წალკასა და ხრამჰესში; 11:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში საცხენისი, მარტყოფი, სართიჭალა, პობედა, ლემშვენიერა, ბოტანიკა და მიმდებარე სოფლებში; 11:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში წინწყარო, ქოსალარი, გოლთეთი, ქსოვრეთი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.