9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება N4 საჯარო სკოლაში(ვიდეო)

ჟიული შარტავას სახელობის N4 საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა ქორეოგრაფიულ და მუსიკალურ ნომრებთან ერთად, სკოლამ დამსწრე აუდიტორიას დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით „ტკბილ-მწარე თავისუფლება“ წარუდგინა. ფილმი N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გადაიღეს.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სკოლის მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ.

სკოლის დირექტორის, მამუკა ხამხაძის ინფორმაციით, 9 აპრილის თემატიკაზე ღონისძიებებისკოლაში რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.

შეგახსენებთ,  9 აპრილს  თბილისში საბჭოთა არმიის მიერ ანტისაბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევა მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი.