საქართველოში კორონავირუსის 777 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 342 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ცხრა პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 36 578 ტესტი.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,12 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,09 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,47 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 287 183 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 276 426 გამოჯანმრთელდა, 3 858 კი გარდაიცვალა.