Google განვითარებადი ქვეყნებისთვის კოვიდვაქცინის 250 000 დოზას შეიძენს

კომპანია Google განვითარებადი ქვეყნებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 250 000 დოზის შეძენას დააფინანსებს.

როგორც კომპანიის ბლოგში წერია, Google თანხას ალიანს GAVI-ს გადაურიცხავს (კერძო და სამთავრობო ორგანიზაციების პარტნიორობა), რომელიც ღარიბ ქვეყნებში ვაქცინებზე წვდომის გაუმჯობესებას ცდილობს.

გარდა ამისა, Google დამატებით გამოყოფს 250 მილიონ დოლარს გრანტების სახით, რომელიც ვაქცინის შესახებ სწორი ინფორმაციის გავრცელებას. კომპანია თანხას გამოუყოფს მთავრობებს, გაერთიანებებსა და ორგანიზაციებს გამოუყოფს, მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას. სულ ამ მიზნისთვის Google-მა 800 მილიონი დოლარი უკვე გამოყო.