“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI-ს) ახალი კვლევის თანახმად, პოლიტიკოსებს შორის პერსონალურ რეიტინგში ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ლიდერობს.
კვლევის მიხედვით, რომლის საველე სამუშაოებიც 2021 წლის თებერვალში ჩატარდა, მისაღებ ფიგურად პოლიტიკოსებს შორის გიორგი გახარია გამოკითხულთა 65%-მა დაასახელა, მიუღებლად კი 30%-მა.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, გმაოკითხულთა 54%-მა მისაღებ პოლიტიკოსად კახა კალაძე დაასახელა (39%-მა მიუღებლად), მესამე ადგილი კი დავით ბაქრაძემ დაიკავა, რომელიც მისაღებ ფიგურად გამოკითხულთა 52%-მა დაასახელა (მიუღებლად 37%-მა).
მეოთხე ადგილზეა ნიკა მელია, რომელიც მისაღებ ფიგურად გამოკითხულთა 42%-მა მიიჩნია, 48%-მა კი მიუღებლად დაასახელა.
მეხუთე ადგილს კი ბიძინა ივანიშვილი იკავებს, რომელიც მისაღებად გამოკითხულთა 40%-მა მიიჩნია, 53%-მა კი მიუღებლად დაასახელა.
IRI-ს ახალ კვლევაში პერსონალური რეიტინგების პირველ ადგილზე ტრადიციულად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორეა, რომელიც მისაღებ ფიგურად გამოკითხულთა 89%-მა დაასახელა.