სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშში მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის საქმეც მოხვდა.
ომბუდსმენის ანგარიშში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველი კადრების გავრცელების ნაწილში ბრალდების მოხსნის თაობაზე პროკურატურის დასაბუთებას არ იზიარებს.
“პროკურატურამ სასამართლო პროცესის დასკვნით ეტაპზე, მოცემული ბრალის დაუსაბუთებული მოხსნით, სასამართლოს დანაშაულზე მსჯელობის შესაძლებლობა წაართვა, რამაც სახალხო დამცველის აზრით, ხელი შეუწყო საქმეზე გამამართლებელი განაჩენის გამოტანას” – ნათქვამია ანგარიშში.
ომბუდსმენის შეფასებით, ბრალდების მოხსნის შედეგად, მსგავს დანაშაულზე სამართლიანობის აღდგენა სამომავლოდაც გამოირიცხა.