ოპოზიციის ლიდერებს პარლამენტის შესასვლელთან აქციის მონაწილეები შეძახილებით ხვდებიან და ამნისტიის კანონპორექტს აპროტესტებენ.
დეპუტატებს შეძახილებით 20 ივნისსს დაზარალებულები და სამოქალაქო აქტივისტები დახვდნენ, რომლებიც პარლამენტთან აქციას მართავენ და ამნისტიის აქტის ბრალდებულ პოლიციელებზე გავრცელებას აპროტესტებენ.
ბადრი ჯაფარიძემ აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ მედიატორის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს ხელი გიორგი რურუას და ნიკა მელიას გათავისუფლებისთვის მოაწერა.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში ის ოპოზიციონერები შევიდნენ, რომლებმაც შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს.