აფგან მუხთარლის დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან მუხთარლის პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.

საქართველოში მყოფმა მუხთალიმ 8 აპრილს განაცხადა, რომ არ აქვს გამოძიების სამართლიანად ჩატარების მოლოდინი პროკურატურისგან. ის მიიჩვენს, რომ მის გატაცებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მთავრობამ, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით.

ამასთან, მუხთარლი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა მხარემ საქართველოს მთავრობას აღნიშნული „საქმის შესრულებისთვის ფული გადაუხადა“.

მუხთარლის განმარტებითვე, მას შეუძლია ამოიცნოს საკუთარი გამტაცებლები ფოტოსურათებით.