დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი ,,გილდიას” წევრებმა რუსთაველის თეატრის წინ ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ აქციას მართავენ.
აქციის მიმდინარეობისას თეატრის შენობიდან რამდენიმე მსახიობი გამოვიდა და პროტესტის შინაარსი გააკრიტიკა. მსახიობები აქციის მონაწილეებს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.









