ახალციხის ქალაქ ვალეში, ქალს სავარაუდოდ, გაზის ქურა აუფეთქდა. შემთხვევა დღეს დილის 06:30 საათზე მოხდა.
დაშავებული ჯერ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს, სადაც პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, შემდეგ კი კატასტროფის ჯგუფმა თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა. 48 წლის ქალის მდგომარეობა მძიმეა, მას სხეულის 20% აქვს დამწვარი.
გაზ-კომპანია “სოკარის” პრესსამსახურში ამბობენ, რომ გაზის აალება მოხდა, შემთხვევის ადგილს კი სპეციალისტები შეამოწმებენ.